ავტოსკოლა

ამკრძალავი ნიშნები

ნიშანი 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“

ნიშანი 3.3 მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია

რას ნიშნავს

ამ გზაზე არცერთი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება — მსუბუქი, სატვირთო, მოტოციკლი — ვერ იმოძრავებს, ორივე მიმართულებით. ველოსიპედს და საჭაპანო ტრანსპორტს ნიშანი არ ეხება. გამონაკლისები იგივეა, რაც „მოძრაობა აკრძალულია“ ნიშანზე: სამარშრუტო ტრანსპორტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მანქანა, ზონაში მცხოვრებთა და საწარმოს მანქანები.

კანონის ტექსტი

კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას. ნიშანი მიუთითებს, რომ მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს.

ბილეთები ამ ნიშანზე (14)

ამკრძალავი ნიშნები