ბილეთი №70 · გზაჯვარედინის გავლა
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აყვითელი ავტომობილის მძღოლს
- ბმოტოციკლის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
როცა მანქანების გზები იკვეთება და გავლის რიგს არაფერი განსაზღვრავს, გზას უთმობ მარჯვნიდან მომავალს. ამ სიტუაციაში მოტოციკლს ვიღაც მარჯვნიდან უახლოვდება, ამიტომ გზის დათმობა მოტოციკლის მძღოლს ეკისრება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი