ბილეთი №138 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ავტობუსი მოძრაობს დადგენილი მარშრუტით?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ ავტობუსის მძღოლი
- გარცერთი ავტომობილის მძღოლი
- დორივე ავტომობილის მძღოლი
რატომ?
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოყოფილ ზოლზე სხვა ტრანსპორტს მოძრაობა და გაჩერება ეკრძალება. ავტობუსი მარშრუტით მოძრაობს და ეს ზოლი მისთვისაა, ამიტომ წესს მსუბუქის მძღოლი არღვევს, რომელიც ამ ზოლს იკავებს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გზაზე, სადაც 5.11, 5.13.1, 5.13.2 და 5.14 საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ. ნებადართულია აგრეთვე ამ ზოლის ასეთ ადგილებში შესვლა გზაზე გასვლისას და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისას სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას.