ავტოსკოლა

ბილეთი №230 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

ისრის მიმართულებით მოძრავი რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

ისრის მიმართულებით მოძრავი რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?
  1. ამხოლოდ ტრაქტორის მძღოლი
  2. ბმხოლოდ "CE" კატეგორიის ავტომობილის მძღოლი
  3. გმხოლოდ ტრაქტორისა და "CE" კატეგორიის ავტომობილის მძღოლები✓ სწორი პასუხი
  4. დმხოლოდ "CE" და "B" კატეგორიების ავტომობილების მძღოლები

რატომ?

ავტომაგისტრალზე ტრაქტორის მოძრაობა საერთოდ აკრძალულია: იქ მხოლოდ ავტომობილებსა და მათ მისაბმელებს შეუძლიათ გავლა. „CE“ კატეგორიის სატვირთოს კი, თუ მისი ნებადართული მასა 3,5 ტონას აღემატება ან მისაბმელიანი ავტომობილის სიგრძე 7 მეტრზე მეტია, მეორე ზოლის იქით გასვლა ეკრძალება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე: ა) აკრძალულია ქვეითის, ცხოველის, ველოსიპედის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ავტომობილისა და მათი მისაბმელებისგან განსხვავებული ყველა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა. გ.გ) მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (მისაბმელებით ან მათ გარეშე) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება ან იმ მისაბმელიანი ავტომობილებით მოძრაობა, რომელთა საერთო სიგრძე 7 მეტრზე მეტია.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი