ბილეთი №1678 · მოძრაობის უსაფრთხოება
რა შემთხვევაში არ ეკისრება პასუხიმგებლობა გამგზავნს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას?
- აიმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვალდებულებას არ ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
- ბიმ შემთხვევაში, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს✓ სწორი პასუხი
- გიმ შემთხვევაში თუ ზედნადებში გაკეთებულია სპეციალური აღნიშვნა, რომლის თანახმად გამგზავნს არ შეიძლება დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა
რატომ?
გამგზავნი პასუხს აგებს უხარისხო შეფუთვით გამოწვეულ ზიანზე პირებისა და ქონებისთვის, მაგრამ არა მაშინ, როცა ნაკლი აშკარა იყო ან გადამზიდველმა ტვირთის მიღებისას ამის შესახებ იცოდა და პირობა არ დაუთქვამს.
კანონის ტექსტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 678-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამგზავნი პასუხს აგებს გადამზიდველის წინაშე ტვირთის უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ზიანისათვის, რომელიც მიადგა პირებს, მასალებსა და სხვა ქონებას, ასევე უხარისხო შეფუთვით გამოწვეული ხარჯებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაკლი აშკარა იყო, ან ტვირთის მიღებისას გადამზიდველმა ამის შესახებ იცოდა და ამასთან დაკავშირებით რაიმე პირობა არ დაუთქვამს.