ავტოსკოლა

ბილეთი №1679 · მოძრაობის უსაფრთხოება

ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები ტვირთის გადაცემის დღისა და ადგილის, ასევე ტვირთის მიტანის ადგილის შესახებ პასუხისმგებლობა ეკისრება:

  1. აგამგზავნს✓ სწორი პასუხი
  2. ბგადამზიდველს
  3. გტვირთის მიმღებს

რატომ?

ზედნადებში ტვირთის გადაცემის დღისა და ადგილის, ასევე მიტანის ადგილის არასწორი ან არასრული მონაცემებით გამოწვეულ ხარჯებსა და ზიანზე გამგზავნი აგებს პასუხს, რადგან ეს მონაცემები სწორედ მან უნდა მიაწოდოს.

კანონის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი 674-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ვ", "ზ", "თ" და "კ" ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები. ხოლო ამავე კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ზედნადები უნდა შეიცავდეს მონაცემებს ტვირთის გადაცემის დღისა და ადგილის, ასევე ტვირთის მიტანის ადგილის შესახებ.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება