ავტოსკოლა

ბილეთი №1680 · მოძრაობის უსაფრთხოება

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მსჯელობაა სწორი? გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ ზედნადებში არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი მონაცემები:

  1. აგადაზიდვასთან დაკავშირებულ ხარჯების შესახებ (გადაზიდვის ფასი, დამატებით ხარჯების, იმპორტის გადასახადები და სხვა ხარჯები, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულების დადებიდან ტვირთის მიტანამდე)
  2. ბტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებისა და შეფუთვის სახის შესახებ, აგრეთვე საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნების შესახებ✓ სწორი პასუხი

რატომ?

ზედნადებში ტვირთის სახეობის სახელწოდებისა და შეფუთვის სახის, ასევე სახიფათო ტვირთის შემთხვევაში საყოველთაოდ აღიარებული აღნიშვნის არასწორი ან არასრული მონაცემებით გამოწვეულ ხარჯსა და ზიანზე გამგზავნი აგებს პასუხს.

კანონის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად გამგზავნი პასუხს აგებს ყველა იმ ხარჯისა და ზიანისათვის, რომლებიც დადგა იმის გამო, რომ არასწორად ან არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი 674-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ვ", "ზ", "თ" და "კ" ქვეპუნქტებში აღნიშნული მონაცემები. ხოლო ამავე კოდექსის 674-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად ზედნადები უნდა შეიცავდეს მონაცემებს ტვირთის სახეობის ჩვეულებრივ სახელწოდებასა და შეფუთვის სახის, საფრთხეშემცველი ტვირთების დროს, მათ საყოველთაოდ აღიარებულ აღნიშვნის შესახებ.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება