ავტოსკოლა

ბილეთი №1681 · მოძრაობის უსაფრთხოება

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულია ტვირთის მიტანის კონკრეტული ვადა, ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა:

  1. ატვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 30 კალენდარული დღისა
  2. ბტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებული ვადის გასვლიდან არანაკლებ 15 სამუშაო დღისა
  3. გტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში✓ სწორი პასუხი

რატომ?

თუ გადაზიდვის ხელშეკრულებით მიტანის კონკრეტული ვადაა განსაზღვრული, ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი შეთანხმებულ ვადაში არ არის მიტანილი.

კანონის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 688-ე მუხლის თანახმად ტვირთის მიტანის ვადის გადაცილებად ითვლება, როცა ტვირთი არ არის მიტანილი შეთანხმებულ ვადაში, ან, თუ ვადა არ იყო დათქმული, - გადასაზიდად საჭირო ჩვეულებრივ დროში - იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება