ავტოსკოლა

ბილეთი №225 · მოძრაობის სიჩქარე

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100კმ/სთ სიჩქარით?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს…
  1. ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი
  2. ბმხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
  3. გმხოლოდ თეთრი მიკროავტობუსის მძღოლი
  4. დმხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და თეთრი მიკროავტობუსის მძღოლები✓ სწორი პასუხი

რატომ?

მსუბუქ ავტომობილს ავტომაგისტრალზე 110 კმ/სთ-მდე შეუძლია, ამიტომ 100 მისთვის ნორმაა. სატვირთოს ზღვარი ავტომაგისტრალზე 80 კმ/სთ-ია, მიკროავტობუსისთვის („D1“) კი ყველა გზაზე 80 კმ/სთ. რაც უფრო მძიმეა მანქანა, მით დაბალია მისი ზღვარი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით; დ) „C“ და „CE“ კატეგორიების, აგრეთვე „C1“ და „C1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა: დ.ა) ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით; ე) „D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე