ავტოსკოლა

ბილეთი №229 · მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მსუბუქმისაბმელიანი „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებული პუნქტის დასასრულის ამღვნიშვნელი საგზაო ნიშნის შემდეგ?

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მსუბუქმისაბმელიანი „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს…
  1. ა50 კმ/სთ სიჩქარით
  2. ბ80 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  3. გ90 კმ/სთ სიჩქარით
  4. დ110 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებისას „B“ კატეგორიის ავტომობილს ყველა გზაზე მხოლოდ 80 კმ/სთ შეუძლია, ავტომაგისტრალზეც კი. მისაბმელი მანქანას ამძიმებს და გაჩერებას ართულებს, ამიტომ მისაბმელით ზღვარი უფრო დაბალია, ვიდრე მის გარეშე.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით. ამავე კანონის პირველი დანართის 3.24 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ), ხოლო ამავე პუნქტის შენიშვნის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე