ავტოსკოლა

ბილეთი №231 · მოძრაობის სიჩქარე

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B1“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებულ პუნქტში, გზის მოცემულ მონაკვეთზე?

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B1“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებულ პუნქტში, გზის მოცემულ…
  1. ა60 კმ/სთ სიჩქარით
  2. ბ80 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  3. გ90 კმ/სთ სიჩქარით
  4. დ110 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

„A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს ყველა გზაზე, ავტომაგისტრალზეც, მაქსიმუმ 80 კმ/სთ შეუძლიათ. „B“ კატეგორიის მაღალი ზღვრები მათზე არ ვრცელდება. „B1“-ისთვის ერთი ციფრია: 80.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე