ავტოსკოლა

ბილეთი №266 · საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი

თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, ქვეითის გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც:

  1. აგამყოფი ზოლია და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს
  2. ბარ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს✓ სწორი პასუხი

რატომ?

გადასასვლელისა და გზაჯვარედინის გარეშე გზაზე გადასვლა შეიძლება მხოლოდ იქ, სადაც არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს. გადადი სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, რადგან ასე გზაზე ყველაზე ცოტა დროს ატარებ.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი