ავტოსკოლა

ბილეთი №385 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით…
  1. აეკრძალება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ ეკრძალება

რატომ?

უკუსვლა აკრძალულია გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და იმ ადგილებში, სადაც მობრუნება ეკრძალება. ამიტომ გამოტოვებული მოსახვევისთვის უკუსვლით ვერ დაბრუნდები. სჯობს წინ გააგრძელო და მობრუნდე იქ, სადაც ეს დასაშვებია და უსაფრთხოა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი