ბილეთი №399 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
აქვს თუ არა უფლება მძღოლს სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობისას ისარგებლოს სხვა პირის დახმარებით?
- აარ აქვს უფლება
- ბაქვს უფლება✓ სწორი პასუხი
რატომ?
უკუსვლისას მძღოლს შეუძლია სხვა პირის დახმარებით ისარგებლოს და მიზანშეწონილიცაა, როცა ვერ ხედავს, უსაფრთხოა თუ არა მანევრი. მაგრამ უკუსვლა გზაჯვარედინზე და ავტომაგისტრალზე მაინც აკრძალულია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.