ავტოსკოლა

ბილეთი №397 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ ადგილას არის აკრძალული სატრანსპორტო საშუალების უკუსვლით მოძრაობა?

  1. ამხოლოდ გვირაბში
  2. ბმხოლოდ ავტომაგისტრალზე
  3. გმხოლოდ გზაჯვარედინზე
  4. დამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას✓ სწორი პასუხი

რატომ?

უკუსვლა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და გვირაბში აკრძალულია: გვირაბიც იმ ადგილებს შორისაა, სადაც მობრუნებასთან ერთად უკუსვლაც ეკრძალება. ამ ადგილებში უკუსვლას არავინ ელოდება, ამიტომ ის განსაკუთრებით სახიფათოა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-16 პუნქტის თანახმად: 15. „ბ“ აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება გვირაბში; 16. მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი