ავტოსკოლა

ბილეთი №398 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

მძღოლი, რომელიც აპირებს იმოძრაოს უკუსვლით, უნდა დარწმუნდეს, რომ:

  1. ამას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ არ შეუქმნას საფრთხე და ხელი არ შეუშალოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს✓ სწორი პასუხი
  2. ბმას როგორც გავლის უპირატესობის მქონეს გზას უთმობენ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები

რატომ?

უკუსვლამდე მძღოლმა უნდა დარწმუნდეს, რომ მანევრს სხვებისთვის საფრთხის ან ხელის შეშლის გარეშე შეასრულებს. საჭიროებისას სხვა პირის დახმარებაც მიზანშეწონილია. უკუსვლა აკრძალულია გზაჯვარედინზე და ავტომაგისტრალზე.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. აუცილებლობის შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა პირის დახმარება. აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, ავტომაგისტრალზე და ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი