ავტოსკოლა

ბილეთი №502 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
  1. ამხოლოდ მოტოციკლების მძღოლებს
  2. ბმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
  3. გსამივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს✓ სწორი პასუხი

რატომ?

ტრამვაის თანმხვედრი მიმართულების ლიანდაგზე, რომელიც გზის მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზეა, ურელსო ტრანსპორტი შეიძლება მოძრაობდეს, როცა ყველა ზოლი დაკავებულია, დაბრკოლების შემოვლისას, გასწრებისას, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას, თუ ტრამვაის ხელს არ უშლის. ამ სიტუაციაში სამივე მძღოლისთვის მოძრაობა ნებადართულია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დასაშვებია მოძრაობის ზოლზე მოპედების ან/და უეტლო მოტოციკლების თანმხვედრი მიმართულებით ორ რიგად მოძრაობა. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად ამ კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოძრაობა ნებადართულია თანმხვედრი მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე, რომელიც მარცხენა მხარეს სავალ ნაწილთან ერთ დონეზე მდებარეობს, თუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი ყველა მოძრაობის ზოლი დაკავებულია, აგრეთვე დაბრკოლების შემოვლის ან გასწრების, ან მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ამასთანავე, ტრამვაის მოძრაობას არ უნდა შეექმნას დაბრკოლება. საპირისპირო მიმართულების ტრამვაის ლიანდაგზე გასვლა აკრძალულია.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი