ბილეთი №576 · სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
ერთდროულად „C“ და „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს, დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით, რვაზე მეტი მგზავრის გადაყვანის უფლება აქვს, „C“ კატეგორიის მართვის მოწმობის მიღებიდან არანაკლებ:
- აერთი წლის შემდეგ
- ბსამი წლის შემდეგ✓ სწორი პასუხი
- გორი წლის შემდეგ
რატომ?
ერთდროულად „C“ და „D“ კატეგორიის უფლების მქონე პირს მოწყობილი სატვირთოს ძარით 8-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა „C“ კატეგორიის მოწმობის მიღებიდან სამი წლის შემდეგ შეუძლია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილის ძარათი მგზავრები შეიძლება გადაიყვანოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის 56-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, თუ მგზავრთა რაოდენობა 8-ს აღემატება. ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, „C“ და „D“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღებიდან 3 წლის შემდეგ უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარათი გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.