ბილეთი №577 · სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
სატვირთო ავტომობილის მოწყობილი ძარით გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა:
- აგანისაზღვრება მძოლის მიერ
- ბარ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგილების რიცხვს✓ სწორი პასუხი
რატომ?
სატვირთოს ძარით გადასაყვანი მგზავრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგილების რიცხვს. ადგილების უკმარისობა მგზავრებს ძარაზე დგომას აიძულებს, ეს კი საშიშია.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სატვირთო ავტომობილის ძარათი გადასაყვან მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დასასხდომად მოწყობილი ადგი¬ლე¬ბის რაოდენობას. მგზავრობის დაწყების წინ სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია მგზავრებს ჩაუტაროს ინსტრუქ¬ტაჟი ჩასხდომისა და ძარაზე განლაგების წესის შესახებ. მძღოლმა მხოლოდ მაშინ უნდა დაიწყოს მოძრაობა, როცა დარწმუნდება, რომ მგზავრთა უსაფრთხოდ გადაყვანის ყველა პირობა დაცულია.