ბილეთი №72 · გზაჯვარედინის გავლა
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანი არ მუშაობს?

- აჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - თეთრმა მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტრამვაიმ
- ბჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, შემდეგ - თეთრმა მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა
- გჯერ უნდა გაიაროს თეთრმა მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
- დჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - თეთრმა მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
რატომ?
როცა შუქნიშანი არ მუშაობს, გზაჯვარედინი არარეგულირებულია. თანაბარ გზებზე ტრამვაის უპირატესობა აქვს მიმართულების მიუხედავად, ურელსო მძღოლები კი მარჯვენა ხელის წესით უთმობენ ერთმანეთს. ამიტომ რიგია: ტრამვაი, ყვითელი, თეთრი მსუბუქი, სატვირთო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი