ავტოსკოლა

ბილეთი №78 · გზაჯვარედინის გავლა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. აჯერ უნდა გაიაროს წითელმა მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - მწვანე მსუბუქმა ავტომობილმა
  2. ბჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - მწვანე მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა მსუბუქმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
  3. გჯერ უნდა გაიაროს მწვანე მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა

რატომ?

მთავარ გზაზე მოძრავი პირველია, მეორეხარისხოვანზე მოძრავი მას ელოდება, თანაბარ გზებზე გზა მარჯვნიდან მომავალს ეთმობა. თუ მთავარი გზა გზაჯვარედინზე მიმართულებას იცვლის, ერთი გზის მძღოლები ერთმანეთს ამავე წესით უთმობენ. ამ წესებით ჯერ სატვირთო გადის, მერე მწვანე მსუბუქი, ბოლოს წითელი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა