ავტოსკოლა

ბილეთი №77 · გზაჯვარედინის გავლა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. აჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ტროლეიბუსმა✓ სწორი პასუხი
  2. ბჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - ტროლეიბუსმა
  3. გჯერ უნდა გაიაროს ტროლეიბუსმა, შემდეგ - ყვითელმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა

რატომ?

მთავარი გზა მეორეხარისხოვანზე ადრე გადის. თუ მთავარი გზა მიმართულებას იცვლის, მასზე მოძრავები თანაბარი გზების წესით უთმობენ ერთმანეთს. ამ წესებით რიგია: ყვითელი, სატვირთო, ტროლეიბუსი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა