ავტოსკოლა

ბილეთი №754 · ამკრძალავი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის…
  1. ამხოლოდ I და II
  2. ბმხოლოდ I და III
  3. გმხოლოდ III და IV
  4. დყველა მოცემული საგზაო ნიშნის✓ სწორი პასუხი

რატომ?

სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ნიშნის ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს ეკუთვნის ან ემსახურება, არ ეხება ნიშნები „მოძრაობა აკრძალულია“-დან „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია“-მდე (ჩათვლით). მოცემული ოთხივე ნიშანი ამ ჯგუფშია, ამიტომ არცერთი არ ეხება მას.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.2 „მოძრაობა აკრძალულია”, 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”, 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” და 3.8 „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია”.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ამკრძალავი ნიშნები