ავტოსკოლა

ბილეთი №758 · ამკრძალავი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს მნიშვნელოვნად გამოხატული, ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს აღნიშნული პირები?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს მნიშვნელოვნად…
  1. ამხოლოდ I, III და IV✓ სწორი პასუხი
  2. ბმხოლოდ I, II და III
  3. გმხოლოდ I, II და IV
  4. დმხოლოდ II, III და IV

რატომ?

შეზღუდული შესაძლებლობის (მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული) სტატუსის მქონე პირის მართულ ან ასეთი პირის გადამყვან მანქანას არ ეხება „მოძრაობა აკრძალულია“, „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ და დგომის აკრძალვის სამივე ნიშანი. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ამ სიაში არ არის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.დ) 3.2, 3.3, 3.28–3.30 ნიშნებისა – იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს; სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”, 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” და 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში”.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ამკრძალავი ნიშნები