ბილეთი №753 · ბუქსირება
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?

- ამხოლოდ I და II
- ბმხოლოდ I და III✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ II და IV
- დმხოლოდ III და IV
რატომ?
ნიშნების „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია“ და „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია“ მოქმედება არ ვრცელდება იმ ტრანსპორტზე, რომელიც ზონაში მდებარე საწარმოს ემსახურება. ის ზონაში შედის და უახლოეს გზაჯვარედინზე გამოდის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, 3.5 „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” და 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია”.