ბილეთი №766 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

- ამხოლოდ I
- ბმხოლოდ II და III
- გმხოლოდ I, II და IV✓ სწორი პასუხი
- დყველა მოცემული საგზაო ნიშნის
რატომ?
„გასწრება აკრძალულია“, „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში“ ნიშნიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს, დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის გარეშე კი — დასახლებული პუნქტის ბოლომდე. „მოძრაობა აკრძალულია“ ამ ჯგუფში არ შედის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ე“ პუნქტის თანახმად, 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე-ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.20 „გასწრება აკრძალულია”, 3.26 „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია”, 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით