ბილეთი №767 · ბუქსირება
დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება დასახლებული პუნქტის ბოლომდე?

- ამხოლოდ I
- ბმხოლოდ II, III და IV✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ I და IV
- დმხოლოდ III
რატომ?
ნიშნები „გასწრება აკრძალულია“, „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში“ დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას პუნქტის ბოლომდე მოქმედებს. ნიშანი „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია“ ამ წესში არ შედის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ე“ პუნქტის თანახმად, 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე-ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.4 „სატვირთო მოძრაობა აკრძალულია”, 3.20 „გასწრება აკრძალულია”, 3.27 „გაჩერება აკრძალულია” და 3.30 „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში”.