ბილეთი №828 · მოძრაობის უსაფრთხოება
ნისლის, წვიმის, ან თოვის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალულია:
- ანისლსაწინააღმდეგო ფარების არ არსებობის შემთხვევაში
- ბსაავარიო გაჩერების ნიშნის არ არსებობის შემთხვევაში
- გმძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობის შემთხვევაში✓ სწორი პასუხი
- დამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
რატომ?
წვიმაში, თოვლსა და ნისლში მძღოლის მხარეს მინასაწმენდი თუ არ მუშაობს, გზას სათანადოდ ვეღარ დაინახავ, ამიტომ ასეთ დროს მართვა აკრძალულია. ნისლსაწინააღმდეგო ფარების ან საავარიო გაჩერების ნიშნის არარსებობა ამ აკრძალვის საფუძველი არ არის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-21-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მძღოლს ეკრძალება მოძრაობა მუშა სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობის გაუმართაობისას, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობისას აკრძალულია მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.