ბილეთი №765 · ბუქსირება
მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:

- ანიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე✓ სწორი პასუხი
- ბსავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი
რატომ?
ნიშნები „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა“, „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ და „დგომა აკრძალულია“ ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს. დასახლებულ პუნქტში, თუ გზაჯვარედინი არ არის, პუნქტის ბოლომდე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „ე“ პუნქტის თანახმად, 3.16, 3.20, 3.22, 3.24, 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე-ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. სურათზე ნაჩვენები ნიშნებია: 3.16 „მინიმალური დისტანციის შეზღუდვა”, 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” და 3.28 „დგომა აკრძალულია”.