ბილეთი №91 · მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი
რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აყვითელი ავტომობილის მძღოლს
- ბთეთრი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ერთი ზოლიდან მეორეში მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას გზა უნდა დაუთმო იმას, ვინც იმავე მიმართულებით იმ ზოლში მოძრაობს, სადაც გადადიხარ. თუ ორივე ერთდროულად იცვლის ზოლს და მათი გზები იკვეთება, უპირატესობა მარჯვნივ მყოფს აქვს. ამიტომ გზა თეთრმა უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოძრაობის ზოლიდან ზოლში მოძრაობის მიმართულების შეუცვლელად გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მიერ მოძრაობის ზოლების ერთდროულად შეცვლისას მოძრაობის ტრაექტორიების გადაკვეთის შემთხვევაში გავლის უპირატესობა ენიჭება მარჯნივ მყოფ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.