ავტოსკოლა

ბილეთი №512 · გზაჯვარედინის გავლა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. აჯერ უნდა გაიაროს მწვანე ავტომობილმა, შემდეგ - წითელმა ავტომობილმა, ბოლოს - ველოსიპედმა
  2. ბჯერ უნდა გაიაროს ველოსიპედმა, შემდეგ - მწვანე ავტომობილმა, ბოლოს - წითელმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
  3. გჯერ უნდა გაიაროს წითელმა ავტომობილმა, შემდეგ - ველოსიპედმა, ბოლოს - მწვანე ავტომობილმა

რატომ?

მარცხნივ მოხვევისას გზას უთმობ საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავს. საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას კი გადაკვეთაზე გზა ყველას უნდა დაუთმო, ამიტომ ზონიდან გამომსვლელი ბოლოს გადის.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი ნიშნით აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთებზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ამავე კანონის პირველი დანართის მე-5 თავის (განსაკუთრებული მითითებების ნიშნები) 5.22 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.22 „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - მიუთითებს 5.21 ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ნიშანი იდგმება საცხოვრებელი ზონის ყველა გამოსასვლელში.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა