ბილეთი №69 · გზაჯვარედინის გავლა
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - პირველმა ტრამვაიმ, ბოლოს - მეორე ტრამვაიმ
- ბჯერ უნდა გაიაროს მეორე ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - პირველმა ტრამვაიმ
- გჯერ უნდა გაიაროს პირველმა ტრამვაიმ, შემდეგ - მეორე ტრამვაიმ, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი
რატომ?
რელსიან ტრანსპორტს თანაბარმნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ურელსოზე უპირატესობა აქვს, ამიტომ მსუბუქი ორივე ტრამვაის ელოდება. ტრამვაები ერთმანეთს მარჯვენა ხელის წესით უთმობენ, ამიტომ ჯერ პირველი ტრამვაი გადის, მერე მეორე, ბოლოს მსუბუქი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი