ავტოსკოლა

ბილეთი №92 · გზაჯვარედინის გავლა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ავტომობილებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. აჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტომობილმა, შემდეგ - ლურჯმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა
  2. ბჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - ლურჯმა ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა
  3. გჯერ უნდა გაიაროს ლურჯმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტომობილმა✓ სწორი პასუხი

რატომ?

მეორეხარისხოვან გზაზე მთავარი გზიდან მოახლოებულს უთმობ, თანაბარმნიშვნელოვან გზებზე კი — მარჯვნიდან მომავალს. ამ ორი წესით ჯერ ლურჯი ავტომობილი გადის, მერე სატვირთო, ბოლოს ყვითელი.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გზაჯვარედინის გავლა