ბილეთი №751 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?

- ამხოლოდ I და II
- ბმხოლოდ I და IV
- გმხოლოდ II და III
- დმხოლოდ II და IV✓ სწორი პასუხი
რატომ?
ნიშნის ზონაში მდებარე საწარმოს მომსახურე სატრანსპორტო საშუალებას არ ეხება ნიშნები „მოძრაობა აკრძალულია“-დან „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია“-მდე (ჩათვლით). მოცემული ოთხიდან ამ ჯგუფშია „მოძრაობა აკრძალულია“ და „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია“; „შესვლა აკრძალულია“ და „სიმაღლის შეზღუდვა“ მის გარეთაა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ბ) 3.2–3.8 ნიშნებისა – სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახუ¬რება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.1 „შესვლა აკრძალულია”, 3.2 „მოძრაობა აკრძალულია”, 3.13 „სიმაღლის შეზღუდვა” და 3.8 „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია”.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით