ბილეთი №94 · გზაჯვარედინის გავლა
რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აჯერ უნდა გაიაროს ყვითელმა ავტობუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ლურჯმა ტროლეიბუსმა✓ სწორი პასუხი
- ბჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ლურჯმა ტროლეიბუსმა, ბოლოს - ყვითელმა ავტობუსმა
- გჯერ უნდა გაიაროს ლურჯმა ტროლეიბუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ყვითელმა ავტობუსმა
რატომ?
მთავარი გზა მეორეხარისხოვანზე ადრე გადის. თუ მთავარი გზა მიმართულებას იცვლის, მასზე მოძრავები თანაბარი გზების წესით უთმობენ ერთმანეთს. ამ წესებით რიგია: ყვითელი ავტობუსი, მსუბუქი, ლურჯი ტროლეიბუსი.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი