ამკრძალავი ნიშნები
ნიშანი 3.1 „შესვლა აკრძალულია“
რას ნიშნავს
ამ მიმართულებით შესვლა არავის შეუძლია — ასე ხშირად ცალმხრივი გზის ბოლოს კეტავენ, საიდანაც მანქანები შენკენ მოდიან. აკრძალვა მხოლოდ სამარშრუტო ტრანსპორტს არ ეხება. ნიშანი შესვლას კრძალავს, გაჩერებას და დგომას — არა.
კანონის ტექსტი
კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით. კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით. ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე.