ბილეთი №750 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

- ამხოლოდ I, II და IV✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ I და IV
- გმხოლოდ II და III
- დმხოლოდ III და IV
რატომ?
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებას არ ეხება „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“, „მობრუნება აკრძალულია“ და „გაჩერება აკრძალულია“. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ამ გამონაკლისებში არ შედის, ამიტომ მას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაც უნდა დაემორჩილოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” , 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, და 3.27 „გაჩერება აკრძალულია”.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით