ბილეთი №749 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

- ამხოლოდ I და III✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ II და IV
- გმხოლოდ II და III
- დმხოლოდ I და IV
რატომ?
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებას არ ეხება „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ და „მობრუნება აკრძალულია“. „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ და „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში“ კი მასაც ეხება: გამონაკლისში გაჩერების აკრძალვაა, დგომისა კი არა.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.18.2 „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია”, 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 3.29 „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში”.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით