ბილეთი №745 · ამკრძალავი ნიშნები
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

- ამხოლოდ II
- ბმხოლოდ I და III✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ I და IV
- დმხოლოდ III
რატომ?
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებას არ ეხება შესვლის, მოძრაობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის, მოხვევის, მობრუნებისა და გაჩერების აკრძალვები. ამიტომ „შესვლა აკრძალულია“ და „მოძრაობა აკრძალულია“ მასზე არ მოქმედებს, „სიგანის შეზღუდვა“ და „მასის შეზღუდვა“ კი მასაც ეხება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.1 „შესვლა აკრძალულია”, 3.14 „სიგანის შეზღუდვა”, 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” და 3.11 „მასის შეზღუდვა”.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით