ავტოსკოლა

ბილეთი №744 · სასწავლო სვლა

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?
  1. ამხოლოდ I
  2. ბმხოლოდ II
  3. გმხოლოდ III
  4. დსამივე საგზაო ნიშნის✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშნების „შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“ და „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“ მოქმედება სამარშრუტო ტრანსპორტზე არ ვრცელდება. ამიტომ სამივე ნიშანზე სამარშრუტო ტრანსპორტი გამონაკლისია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.1 „შესვლა აკრძალულია”, 3.2 „მოძრაობა აკრძალულია” და 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სასწავლო სვლა