ბილეთი №748 · სასწავლო სვლა
მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

- ამხოლოდ I და III
- ბმხოლოდ II და IV
- გმხოლოდ II, III და IV✓ სწორი პასუხი
- დმხოლოდ I და IV
რატომ?
ნიშნები „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია“, „მობრუნება აკრძალულია“ და „გაჩერება აკრძალულია“ სამარშრუტო ტრანსპორტზე არ ვრცელდება. „გასწრება აკრძალულია“ კი სამარშრუტო ტრანსპორტსაც ეხება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) შენიშვნის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად ნიშნების მოქმედება არ ვრცელდება: გ.ა) 3.1–3.3, 3.18.1, 3.18.2, 3.19, 3.27 ნიშნებისა – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე. სურათზე ნაჩვენები საგზაო ნიშნებია: 3.20 „გასწრება აკრძალულია”, 3.3 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”, 3.19 „მობრუნება აკრძალულია” და 3.27 „გაჩერება აკრძალულია”.